ნათია ფანჯიკიძე: ერმანეთის ჯინაზე, სამწუხაროდ, ბევრს უფსკრულში შეუძლია გადახტეს და …

“არის ბევრი რამ, რაზეც ადამიანებს რადიკალურად განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეთ და ეს სრულებით ნორმალურია. ისიც მჯერა, რომ ოცნების მომხრეების ნაწილს სჯერა, რომ ეს კანონი დასავლეთს არ დაგვაშორებს, როგორც ნაცების მომხრეებს სჯეროდათ, რომ ტყუილად არავის სჯიდნენ. ნაცებს შორისაც იყო ადამიანური ხალხი, მაგრამ მაინც ასე ფიქრობდნენ და ოცნებაშიცაა ადამიანური ხალხი, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რასაც პარტია ჩასძახებს. სულ “უბრალო” რამ მიკვირს, ქვეყნის გლობალურ საფრთხეს რომ შევეშვათ, კონკრეტულ და ადამიანურ დონეზე, ამ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობრის მეგობრის მეგობარია, რატომ უნდა გიხაროდეს, რომ შენს მეგობრებს და ნაცნობებს, რომლებიც ზუსტად იცი, რას საქმიანობენ და რამდენ კარგ საქმეს აკეთებენ, უცხო ქვეყნის აგენტებად დანომრავენ კანონის ძალით. თუმცა რა მიკვირს, 37 წელსაც ისახელა საქრთველომ თავი დასმენებით ხალხის დახვრეტაში, კიდევ მანამდე მონების ბაზარზე შვილებს უყიდდა ერთმანეთს, 90-იანებში ერთმანეთს ესროლა და აგერ ახლო წარსულში ნაცების დროს ნახევარმა საქართველომ მეორე ნახევარი დააპატიმრა და დასაჯა.
გვაქვს ეს ბნელი მხარეებიც და ამიტომაა განსაკუთრებით საშიში ის, რაც ახლა ხდება. ერმანეთის ჯინაზე, სამწუხაროდ, ბევრს უფსკრულში შეუძლია გადახტეს და გადაჩეხოს ქვეყანაც და ჩააყოლოს სინამდვილეში სრულებით უდანაშაულო “უცხო ქვეყნის აგენტები”,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა