ლევან ნიკოლეიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები რომ არ ჰქონოდათ!

„ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ!“ – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციას“ საამაყო არაფერი აქვს და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი მონანიების ნაცვლად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას ითხოვს.
„ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ! ეს ეკლები კი პარალელურად ძალიან შხამიანი აღმოჩნდა, ვისაც არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ ისევ შეგახსენებთ: ამ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლების ლიდერმა, ავანტიურისტმა სააკაშვილმა შეძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წაგებული ომის შემდეგ რუსი ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დაკარგული სოფლებისთვის ქვა-ღორღის დარქმევა და რაც მთავარია 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 % რუსეთისათვის ხინჩით მირთმევა.
ისტორიას ვერ წაშლი, ის თავისი ფაქტებით სიმართლეს გვამცნობს, სიმართლე კი ის გახლავთ, რომ „ვარდების რევოლუციას” საამაყო დიდად არაფერი აქვს, მის მთავარ შემოქმედს სააკაშვილს კი ისევ მოსანანიებელი აქვს…თუმცა ამის მაგივრად სალომე ზურაბიშვილს ევედრება შეწყალებას”. – დაწერა ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ