უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
„2024 წლის 8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. მტერმა 76 საჰაერო თავდასხმის იარაღი – 55 რაკეტა და 21 დრონი გამოიყენა“, – წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ არხზე.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 33 Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, 2 მართვადი Kh-59/Kh-69 რაკეტა და Shahed-ის ტიპის 20 დრონი გაანადგურეს.
რუსული ძალების მიერ გვიან ღამით განხორციელებული მასიური თავდასხმის სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!