თელავში “აგენტების კანონი” გააპროტესტეს

აგენტების კანონის წიმააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა თელავში, მეფე ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტეირიტორიაზე. აქციის მონაწილეეები შეიკრიბნენ მთელი კახეთიდან, მათ შორის იყვნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუდენტები, ლექტორები, სკოლის მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ფერმერები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. აქციის მონაწილე ფერმერმა გურჯაანიდან, მევლუდ გოგიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “აგენტების კანონი” საქართველოს ევროპულ მომავალს უკარგავს და ის ყველა იმ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კახეთში გაიმარება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა არჩილ მჭედლიშვილმა.
“კანონი, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს, არ უნდა მიიღო. ეს კანონო ოცნებას საშუალებას აძლევს, აკონტროლოს ის ხალხი, ვინც მათი მმართველობის ფორმებს არ ეთანხმება. კანონს თუ არ გაიწვევენ მივიღებთ რუსულ მთავრობას”, – მიმართა მჭედლიშვილმა აქციის მონაწილეებს.
მეფე ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან აქცია მსვლელობით გაგრძელდა. მონაწილეები თელავის მერიასთან მივიდნენ. შენობიდან პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოკიდეს.
მსვლელობა დასრულდა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან, სადაც აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს. ბოლოს მსვლელობის მცირეწლოვანმა მონაწილეებმა ქართული ცეკვები შეასრულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხათუნა ლაგაზიძე – ჩვენ კანონთან შესაბამისობაში ვართ, რასაც ვერ ვიტყვით „კორუფციულ ბიუროზე“ და სასამართლოზე – სასამართლო და ბიურო პოლიტიკური ტერორისა და რეპრესიების იარაღია ხელისუფლების ხელში