ედგარს რინკევიჩი – შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დავესწრები

ლატვია შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
„უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გავმართე. მე შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დავესწრები“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.
ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ