უკრაინამ განაცხადა, რომ აღკვეთილია ზელენსკის, ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ ჩაშალა ს უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის პრეზიდენტ ს და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას. მათ შორის დასახელებული არიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები ვასილ მალიუკი და კირილო ბუდანოვი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა უნდა განეხორციელებინა აგენტების ქსელს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი. უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ისინი რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ორივე მათგანი დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, რუსეთის აგენტების ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო მოძიება პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებული სამხედროების, რომლებიც შეძლებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და შემდეგ ლიკვიდაციას.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის სპეცსამსახურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აღკვეთეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის და ლიკვიდაციის გეგმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის მკვლელობას დრონების გამოყენებით გეგმავდა აღდგომის წინ.
უკრაინის სპეცსამსახურების თანახმად, ომის დაწყების შემდეგ ბუდანოვზე თავდასხმის ათზე მეტი მცდელობა იყო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის გეგმის ჩასაშლელად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო პირთა ვიწრო წრე და ოპერაციას პირადად აკონტროლებდა. მალიუკის თანახმად, ტერაქტით პუტინისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინათ მისი ინაუგურაციისთვის, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა კრახი განიცადეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზების კურატორები იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე განყოფილების ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაქსიმ მიშუსტინი, დმიტრი პერლინი და ალექსეი კორნევი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო ღალატის და ტერაქტის მომზადების მუხლებით. რუსეთი უკრაინის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს