10 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა

პარასკევს, 10 მაისს, მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.
დღის წესრიგის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 მაისს 3 საკითხი უნდა განიხილოს, თუმცა მათ შორის არ არის რუსული კანონი.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 10 მაისს სხდომა იმიტომ ჩაინიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტს ბევრი საკითხი დაუგროვდა, რასაც კომიტეტი პარასკევს განიხილავს. რუსულ კანონს კი ამავე წყაროს თანახმად, კომიტეტი, სავარაუდოდ, ორშაბათს, 13 მაისს, განიხილავს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსული კანონის განხილვა 10 მაისს შეუძლებელია. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე 10 მაისს განიხილოს, მას შეუძლია, რომ საკითხი პარასკევის სხდომის დღის წესრიგში დაამატოს.
საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა