გორში ავარიას ქალი ემსხვერპლა, მოზარდი კი დაშავდა

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საჭესთან იჯდა, დაიღუპა. ავტომობილში მყოფი 13 წლის მოზარდი კი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ასევე დაგაინტერესებთ