IAEA-ის ხელმძღვანელი ირანშია, ბირთვულ სფეროში ნაბიჯებზე შეშფოთების ზრდის ფონზე

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი 6 მაისს ჩავიდა ირანში, სადაც ის კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართოს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.
გროსის ვიზიტის ფონია რეგიონში გაღრმავებული დაძაბულობა და გროსის უწყების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხრიდან ირანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა – რომ თეირანი სათანადოდ არ თანამშრომლობს შემოწმების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
გროსიმ შეხვედრები უნდა გამართოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან და ისლამური რესპუბლიკის ატომური პროგრამის ხელმძღვანელთან, მოჰამად ესლამისთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად