ჰაკიმ ჯეფრისი – ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, პუტინი უკრაინაშიც არ შეჩერდება – მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს

წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატების“ ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო ომი.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ს დაცემას, რადგან თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ამერიკას მოუწევს კონფლიქტში ჩართვა – არა უბრალოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით“, – განაცხადა ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში.
ჯეფრისის განცხადებით, მიაჩნია, რომ ს პრეზიდენტი ცდილობს საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას და ამით ნატო-ს მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის.
„თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ შეჩერდება. ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ ის არ შეჩერდა საქართველოში, ის შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ ეხებოდა, რადგან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიჭრა. უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთი თანმიმდევრული აგრესიის ფონზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება? რა თქმა უნდა – არა. მოდით, ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, დავუჯეროთ მის მოქმედებებს და მისი მოქმედებები გვთავაზობს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც საფრთხეს შუქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და ლოგიკური შედეგებით გამოიწვევს ამერიკული ჯარების ბრძოლაში ჩართვას“, – აღნიშნა ჰაკიმ ჯეფრისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა