რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა უკრაინის ექს-პრემიერი და ყოფილი მინისტრები

რუსეთის -მ ძებნილთა ბაზაში შეიყვანა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, პავლო კლიმკინი და არსენ ავაკოვი და საინფორმაციო პოლიტიკის ყოფილი მინისტრი იური სტეცი. ისინი თანამდებობებზე პრეზიდენტ პეტრო პროშენკოს მმართველობისას დაინიშნენ.
ს შსს-მ ძებნილად გამოაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ოლექსი დანილოვიც, რომელიც ამჟამად მოლდოვაში უკრაინის ელჩია.
რუსეთის შსს არ აკონკრეტებს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლების საფუძველზე ეძებს უკრაინის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს.
ამასთან, ცნობილია, რომ მაგალითად, ავაკოვის წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2018 წელს აღძრა რუსეთის საპრეზიდენტო ს პერიოდში ში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის ბრალდებით, ხოლო 2024 წლის აპრილში გროისმანს და კლიმკინს ბრალად დასდო დონბასის მცხოვრებთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა.
4 მაისს რუსეთის შსს-მ ძებნილთა ბაზაში შეიყვანა უკრაინის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები და , უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი ოლექსანდრ პავლიუკი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო კოვალი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძებნილად გამოცხადებას უწოდა რუსეთის სახელმწიფო მანქანის და პროპაგანდის სასოწარკვეთილების ნიშანი. კიევში განაცხადეს, რომ რუსულმა პროპაგანდამ აღარ იცის, რა საინფორმაციო საბაბი მოიგონოს ყურადღების მისაპყრობად.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის ამ არაფრისმომცემი განცხადებისგან განსხვავებით რეალობაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დასაპატიმრებლად გაცემული ორდერი, რომლის აღსრულების ვალდებულება აქვს მსოფლიოს 123 ქვეყანას.
· 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
· სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.