ოპოზიციონერი მადიარი უნგრელებს ეუბნება, რომ ქვეყანაში ცვლილების შეჩერება შეუძლებელია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობის მეტოქემ, პეტერ მადიარმა ქალაქ დებრეცენში მომხრეებს უთხრა, რომ ქვეყანაში იწყება ცვლილებები, რომელთა აღკვეთასაც ამჟამინდელი ლიდერები ვერ შეძლებენ.
“ცვლილებები შეიძლება რამდენიმე დღით გააჩერო, რამდენიმე კვირით, მაგრამ ის ისტორიაში არავის გაუჩერებია და ამას ვერც ისინი შეძლებენ” – განაცხადა მადიარმა 3 მაისს.
43 წლის მადიარმა – რომელიც ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო საჯაროდ – აქცია გამოიყენა ახალი პოლიტიკური ერთობის გამოსაცხადებლად, რომლის მიზანი იქნება ორბანის ადმინისტრაციით და ფრაგმენტიზებული ოპოზიციით იმედგაცრუებული კონსერვატორების და ლიბერალების გაერთიანება.
მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი და პროდიუსერი ერვინ ნადიც –
“განწყობა რევოლუციურია, 1956 წლის მსგავსად”, განაცხადა მან, საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი ლიდერების წინააღმდეგ უნგრელთა ისტორიულ აჯანყებაზე მინიშნებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს