“მართალი ხარ, უფალო! არ იციან რას ჩადიან! ისინი ხომ ვერ გრძნობენ თავებზე მოსიარულე ეშმაკის როკვას!” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი მატუშკა ელიზავეტა, ყოველი აღდგომის მოახლოებისას მიმეორებდა: ვნების კვირაში, როდესაც ლოცვა ძლიერდება, მრევლი მარხვას ინახავს, აღსარებას აბარებს, ეზიარება, შვიდგზის ზეთისცხებასა და სახარებას ისისხლხორცებს, სატანას დედამიწაზე სიარული უჭირს. საკმეველით, ნაკურთხი წყლით, სანთლის კვამლით გაპოხილ მიწაზე ფეხს ვერ იკიდებს… ამიტომ, ადამიანების თავებზე დააბიჯებს და მათით სჩადის სიძულვილსა და ბოროტებასო. ამიტომ იმატებს აგრესია, გაღიზიანება, ბილწსიტყვაობა და მრავალი სხვა ცოდვაო.წყნარად იყავი და ლოცვა გააძლიერეო!ხვალ, წმინდა ცეცხლი გადმოვა! ნიშანი სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების! სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების! ნიშანი ჩვენი რწმენის გამარჯვების!ცოტაც მოვითბინოთ!ცოტაც გავძლიერდეთ!ცოტაც და… ჩამობობღდება წყეული იმ საწყალი, უტვინი, ჩაბოღმილი, გაბოროტებული თავებიდან!ღმერთო, შენ უშველე! შეეწიე! გადაარჩინე! დაგვიბრუნე! თვალი აუხილე!მართალი ხარ, უფალო! არ იციან რას ჩადიან! ისინი ხომ ვერ გრძნობენ თავებზე მოსიარულე ეშმაკის როკვას!ამიტომაც აქვთ მოწყობილი “ მეჯლისი.” სატანასთან”მოკლედ, სულ რაღაც 24 საათი და… ჭეშმარიტად!!!- ვიტყვით ჩვენ. “

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს