ზელენსკიმ აღნიშნა 800 დღის გასვლა უკრაინაში რუსეთის ძალების შეჭრიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, მ აღნიშნა 800 დღის გასვლა მის ქვეყანაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. პრეზიდენტის განცხადებით, “ყველა უკრაინელმა” და უკრაინის მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ კრემლის გეგმების ბლოკირებისთვის – იმ ფონზე, როცა, უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის მხრიდან მორიგ თავდასხმას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში.
“დღეს ომის მე-800-ე დღეა” – თქვა ზელენსკიმ 3 მაისს, უკრაინის სასაზღვრო ძალებისადმი მიმართვაში. “ეს ძალიან რთული და მძიმე გზაა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და რომელიც კვლავაც გასავლელია, საიმისოდ, რომ ომი სამართლიანი პირობებით, უკრაინის პირობებით დასრულდეს… ახლა ომის ახალი სტადიის წინაშე ვართ. ოკუპანტი ემზადება შეტევის ოპერაციათა გაფართოების მცდელობისთვის” – თქვა ზელენსკიმ და დასძინა: “დღეს ყველა უკრაინელმა და უკრაინის მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რუსეთის გეგმების ჩაგდებისთვის”.
უკრაინის ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია “დამტკიცდეს, რომ მტერი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს ვერანაირ გარემოებებში, რაოდენ ამაზრზენადაც უნდა იქცეოდეს”.
პარალელურად, მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მ თქვა, რომ კრემლი მზადაა განიხილოს “სერიოზული” წინადადებები კონფლიქტის მოსაგვარებლად, არსებული “რეალობის” და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით – მათ შორის ს მხრიდან გამოთქმული დაპირების, რომ სამხედრო თვალსაზრისით მომავალში ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩება. ეს პირობები მსგავსია უწინ უკვე წამოყენებული პუნქტებისა, რომლებიც კიევმა რამდენჯერმე უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”