ე.წ უცხოელი აგენტებისთვის რუსეთში ახალი აკრძალვები დაწესდა

ე.წ უცხოელი აგენტებისთვის რუსეთში ახალი აკრძალვები დაწესდა. მათ, ვინც კრემლის აზრით უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან, არჩევნებში მონაწილეობა და დამკვირვებლობის საშუალება შეეზღუდებათ. ამ ჩანაწერით შესწორებები ს სახელმწიფო დუმის ერთ-ერთმა კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მიიღო.
ცვლილებებით, “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ყველა დონის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირება და კანდიდატის მინდობილ პირად ყოფნა აღარ შეეძლებათ.

ასევე დაგაინტერესებთ