კობახიძემ მიშელთან სინანული გამოთქვა, რომ პარტნიორები კანონზე დისკუსიას თავს არიდებენ

საქართველოს პრემიერმინიტრის, ირაკლი კობახიძის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელოფონო საუბრისას სინანული გამოთქვა, რომ რუსულ კანონზე დისკუსიას პარტნიორები თავს არიდებენ.
“გამოვთქვი სინანული, რომ მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა, ჩვენი პარტნიორები თავს არიდებენ არსებით დისკუსიას კანონპროექტზე გამჭვირვალობის შესახებ. გარდა ამისა, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჯერ კიდევ არ მოგვისმენია რაიმე კონტრარგუმენტი წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელიც მხოლოდ მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოების წინაშე შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ამ კონტექსტში აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის საკვანძო წინაპირობა დეპოლარიზაციის მისაღწევად, რაც ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა.” – წერს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი X-ზე.
საქართველოს პრემიერმინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რომლის შემდეგაც მიშელმა დაწერა, რომ “საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ისტორიულ შანსი”.