ზურაბიშვილი: მხოლოდ რუსული კანონი არ არის პრობლემა, პრობლემა რუსული მთავრობაა

პრეზიდენტ ს თქმით, მხოლოდ რუსული კანონი არ არის პრობლემა, პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელსაც ქვეყანა სკენ მიჰყავს.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მთავრობა ცდილობს, წარმოაჩინოს საქართველოს პარტნიორები რევოლუციის აგენტებად, რადგან მიაჩნია, რომ მის ჩამოგდებას ცდილობენ, მაგრამ ჩუმად არიან რუსეთზე, თითქოს, ისაა ჩვენი ახალი მეგობარი. ასე რომ, მხოლოდ რუსული კანონი არ არის პრობლემა, პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელსაც ეს ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამას აპროტესტებს. მათ მიიღეს რამდენიმე კანონი, მათ შორის ერთი – ოფშორს ხდის საქართველოს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის. ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორი ზომები უნდა მიიღონ იმაზე, რაც აქ ხდება. ვიდრე არჩევნებამდე რთულ გზას გავივლით, მათი მხრიდან ყურადღება გვჭირდება”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.