აქციის მონაწილეებმა “ოცნების” ოფისთან, სანაპიროზე, გზა გადაკეტეს

არა რუსულ კანონს! – აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. “ოცნების” ოფისთან სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან რუსთაველის გამზირიდან და “პარაგრაფიდან” მსვლელობით მივიდნენ.