პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის ავტობუსები და სახანძროები შეიყვანეს

პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის ავტობუსები და სახანძროები შეიყვანეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
მანამდე, აქციის მონაწილეები 18:30-ზე თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო “პარაგრაფთან” მივლენ, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება იმართება.
“გავაგონოთ ხმა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს! შევიკრიბოთ სასტუმრო პარაგრაფის წინ და ვუთხრათ მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს, რომ ღიად მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი და არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნის მდგრად და დემოკრატიულ განვითარებას!” – წერია აქტივისტების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ