2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე 23 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ინფორმაციისთვის, 2 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე გაიმართა.
გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/01000000-0aff-0242-4e5f-08dc8e3b9ca9_w1200_r1-0lNRtR-300x169.jpeg)