რუსული კანონი და კრიტიკული მედია ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ქართული კრიტიკული მედია უმძიმესი გამოწვევებით ხვდება. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში”, რომელიც დღეს განახლდა, საქართველომ “პრობლემურიდან” “რთული” მდგომარეობის ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. 77-ე ადგილიდან ქვეყანამ 26 პოზიცია დაკარგა და ახლა 180 ქვეყანას, შორის 103-ე ადგილზეა.
“რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში, მედია მკვლევარების ვარაუდით, საქართველოში მედიის მდგომარეობა კიდევ უფრო დრამატულად გაუარესდება. ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ არის მაღალი ეთიკური სტანდარტის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ასევე დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე რეგიონული ონლაინ გამოცემები. ეს მედია საშუალებები, ძალიან მაღალი ალბათობით, დაიხურება და გაქრება.
ეს კანონი მედიას, პირდაპირი მნიშვნელობით დაარტყამს. თუ კანონი მიიღეს, ცალკეული მედია საშუალებები შეიძლება, უბრალოდ გაქრნენ. ეს ვნახეთ, მათ შორის, რუსეთში. ბევრი მედია საშუალება, რომელიც მანამდე არსებობდა, უბრალოდ აღარ არსებობს დავით ძიძიშვილი, მედიის კვლევის დოქტორანტი
„ივანიშვილს მისი გადმოსახედიდან, სწორად აქვს სამიზნეები შერჩეული, მათ შორის კრიტიკული მედიაც. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კანონი რეალურად ვისაც დაარტყამს, ეს იქნება ის მედია საშუალებები, რომლებიც მაღალი მედია სტანდარტებით მუშაობენ და რომელთა ძირითადი ფინანსური წყარო, სწორედ დონორი ორგანიზაციები არიან“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ მედიის კვლევის დოქტორანტმა დავით ძიძიშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილი რუსული კანონით სწორედ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიას ებრძვის. „ეს პრობლემა ისე დგას დღეს, როგორც არასდროს არ დამდგარა ამ ქვეყანაში. ეს კანონი მედიას, პირდაპირი მნიშვნელობით დაარტყამს და იქნება სერიოზული პრობლემა. თუ კანონი მიიღეს, ცალკეული მედია საშუალებები შეიძლება, უბრალოდ გაქრნენ კიდეც.
ეს ვნახეთ, მათ შორის, რუსეთშიც. ბევრი მედია საშუალება, რომელიც მანამდე არსებობდა, უბრალოდ აღარ არსებობს ან სხვა ქვეყნიდან მაუწყებლობს“ – ამბობს დავით ძიძიშვილი.
2024 წლის „პრესის თავისუფლების ინდექსით“, რომელსაც ავტორიტეტული „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ყოველწლიურად ადგენს, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო დრამატულად ჩამოქვეითდა და 103-ე ადგილს კენიასა და ანგოლასთან ერთად იყოფს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ბრიუსელთან მოლაპარაკების გახსნას ელის, ეს დიდი ვარდნაა.
“მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, ხელს უწყობს მოსკოვთან დაახლოებას და აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მტრულია თავისუფალი პრესის მიმართ” – წერია “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” 2024 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიმოხილვაში.
“მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, ხელს უწყობს მოსკოვთან დაახლოებას და აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მტრულია თავისუფალი პრესის მიმართ” რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ს მიერ რუსული კანონის გატანა ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველო, მედიის „რთული“ მდგომარეობით, “ძალიან სერიოზული“ მდგომარეობის ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლებს და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში მძიმე საფრთხის ქვეშ დადგება.
არათავისუფალი მედია ქვეყნების ჯგუფში უკვე წლები არიან მეზობლები თურქეთი (158-ე ადგილი რეიტინგში) და აზერბაიჯანი (164), ასევე – ოკუპანტი (162). სამეზობლოში ამჟამად, ყველაზე თავისუფალი და პრულარისტული მედია სომხეთს აქვს. პრესის თავისუფლების 2024 წლის ინდექსში სომხეთი 6 საფეხურით დაწინაურდა და 49-დან 43-ე ადგილზე გადაინაცვლა.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ადასტურებს, რომ “რუსული კანონი” ქართული მედიის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. „გარემო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის რჩება მტრული, სადაც იზრდება სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი ჟურნალისტების წინააღმდეგ და ასევე, არის მცდელობები კანონის მიღებისა, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზება და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის დავიწროებაა“.