“ხარებას” დაჯგუფების წევრებმა ვანო ნადირაძის შვილს სცემეს – რას ამბობს ოჯახი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ პირველ მაისს, თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, მის შვილს სცემეს. ოჯახი ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად გაუსწორდნენ “ხარებას” დაჯგუფების წევრები.
ვანო ნადირაძის დედა, მედიასთან ამბობს:
“ეგ მიკვირს, შუბლზე ხომ არ ეწერა, რომ ვანო ნადირაძის შვილი იყო, საიდან მოხდა უცბად ამოცნობა, რომ უფრო მეტად გაროზგეს და სცემეს ჩემი შვილიშვილი. […] მე ხომ ვერ დავუშლი, ვერ დავუშლი კი არა მე, ამ ხნის ქალი, 78 წლის ქალი აქციებზე დავდივარ და შვილიშვილის როგორ დავუშლი არ მიხვიდე-მეთქი. […] მანქანით იყო მისული, მანქანიდან გადმოუთრევიათ, დასევიან ძალიან ბევრნი, ნიღბიანები. უკვე წაყვანილი ჰყავდათ, ჩვენ რომ მივედით, ქალები იყვნენ იქ და სახეზე იფარებდა ხელებსო, რომ სახე არ დაეზიანებინათო, მაგრამ მაინც მოხვდა მარცხენა თვალის მხარეს, წიხლებით, რა თქმა უნდა, დალურჯებული აქვს სულ ტანი, ნაცემია მაგრად”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც