არა, თავდამსხმელები არ დაგვიკავებია – შსს იდენტიფიცირებულ თავდამსხმელებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ მეფის გამზირზე, ახალგაზრდებზე თავდასხმასა და სასტიკ ანგარიშწორებაში ბრალდებული არც ერთი პირი არ დაუკავებია. ტვ პირველის ცნობით, მათ ამის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურმა უთხრა.
ცნობისთვის, 10-ზე მეტი თავდამსხმელის ვინაობა უკვე დადგენილია – არსებობს კადრები, რომ ისინი განსაკუთებული სისასტიკით უსწორდებიან რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, თუმცა პოლიციას არც ერთი დაკავებული არ ჰყავს.
სამინისტრო არ ამბობს, დაკითხვაზე მაინც თუ დაიბარეს პირები, ვინც სასტიკ ძალადობაში მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ