კახა კალაძე – როგორ შეიძლება შეადარო, როგორ ხდებოდა დემონსტრაციის დაშლა საფრანგეთში და რა ხდებოდა ჩვენთან – იქ სისასტიკით უსწორდებოდა პოლიცია ადამიანებს

როგორ შეიძლება, შედარება გააკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა დემონსტრაციის დაშლა პირობითად საფრანგეთში და რა ხდებოდა ჩვენთან – ამის შედარება ვერ მოხდება, რადიკალურად განსხვავებული თემებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
„ჩვენ ვიხილეთ, რა სისასტიკით უსწორდებოდა იქ პოლიცია მანიფესტაციაზე მყოფ ადამიანებს, ნუ, ეს წარმოუდგენელია უბრალოდ. ეგეთი რამე, რომ საქართველოში ვინმემ გააკეთოს, ნუ, არ ვიცი, რა“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, – წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ