მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე $9.9 შეადგინა

2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს.
2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ კვარტალში 717.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,506 ბინა გაიყიდა (+2.5% წ/წ და – 2.4% წ/წ, შესაბამისად).
2024 წლის პირველ კვარტალში 44 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 364,591 მ 2 -ს შეადგენს (-13.5% წ/წ). ამ პერიოდში ნებადართული საცხოვრებელი ფართის 21% საბურთალოზე იყო გაცემული, რასაც დიდი დიღომი (17%) და დიდუბე (16%) მოსდევს

ასევე დაგაინტერესებთ