ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, არის პოლიტიკური დავალებით მოქმედი ძალა, რომელიც ევროპულობის სახელით არბევს ქალაქ თბილისს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს (სასწრაფო დახმარების მანქანებს არ აძლევს გადაადგილების უფლებას), აბულინგებს მოქალაქეებს, რომლებიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ და აზიანებს და არბევს დედაქალაქის ქუჩებს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდებს სურთ “ნაციონალური მოძრაობის” საქართველო, რადგან მათ დიდ ნაწილს სისხლიანი რეჟიმის ცხრა წლიანი მმართველობა ნანახი არ აქვთ და ითხოვს დედაქალაქში დამონტაჟდეს ეკრანები და აჩვენონ 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევის კადრები, რათა ახალგაზრდებმა იცოდნენ ვის მხარეს დგანან.
„ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, არის პოლიტიკური დავალებით მოქმედი ძალა, რომელიც ევროპულობის სახელით არბევს ქალაქ თბილისს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს (სასწრაფო დახმარების მანქანებს არ აძლევს გადაადგილების უფლებას), აბულინგებს მოქალაქეებს, რომლებიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ და აზიანებს და არბევს დედაქალაქის ქუჩებს.
ამ ახალგაზრდებს სურთ “ნაციონალური მოძრაობის” საქართველო, რადგან მათ დიდ ნაწილს სისხლიანი რეჟიმის ცხრა წლიანი მმართველობა ნანახი არ აქვთ.
მაქვს თხოვნა, დედაქალაქში დამონტაჟდეს ეკრანები და გავუშვათ 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევის კადრები. ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ვის მხარეს დგანან!!!“ – წერს მეგრელიშვილი.