რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი -ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ X-ზე წერს:
“ვესაუბრე სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში რევოლუციის ორ მცდელობასთან დაკავშირებით, რასაც მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი ელჩი და სრულდებოდა საგარეო დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.
ამას გარდა, ბატონ შოლეს ავუხსენი, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და ქუჩაში მიმდინარე გამოსვლებთან დაკავშირებით გვახსენებს მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებსაც აშშ-ს ყოფილი ელჩი 2020-2023 წლებში აკეთებდა, რაც ემსახურებოდა უცხოური დაფინანსების აქტორების ძალადობის ხელშეწყობასა და რევოლუციური მიზნებისთვის მხარდაჭერას.
ასევე, ბატონ შოლეს ცხადად ვუთხარი, რომ ამ ფონის გათვალისწინებით საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად. რაც სამართლიანი და გულწრფელი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.
მე არ გამომიხატავს შეშფოთება ბატონ შოლესთან ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის დაუნდობელად ჩახშობის შესახებ.”