ოსტინის თქმით, არ იკვეთება ნიშნები, რომ ჰამასი აშშ-ის ძალებზე გეგმავს შეტევას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის 2 მაისის განცხადებით, იგი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ჰამასი – რომელიც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული – გეგმავს რაიმე სახის შეტევას ღაზაში აშშ-ის ძალებზე. თუმცა ოსტინი დასძენს, რომ სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომებია გატარებული.
პარალელურად, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს საზღვაო დერეფანი, რომელსაც აშშ-ის არმია აგებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ხელშეწყობის მიზნით – მიუხედავად ცუდი ამინდისა, რომელიც სამუშაოს ართულებს.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ს მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ