ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში – ლადო მგალობლიშვილი აქციის მონაწილეებს

ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში – ლადო მგალობლიშვილი აქციის მონაწილეებს
გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ ეგზალტირებული ,,პატარა ადამიანების” ფაშისტური ქცევა, როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს, – წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან” – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი.
მისი თქმით, დღეს რომ ნეიტრალური ხალხი დგას აქციაზე, რომლებიც ამბობენ, რომ ნაცები არ მოწონთ, მაგრამ ევროპა უნდათ, სწორედ მათ შვილებს დაერევა ოპოზიცია ძალაუფლების ხელში აღების შემდგომ.
„გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ ეგზალტირებული ,,პატარა ადამიანების” ფაშისტური ქცევა ,,როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს. სიმსივნიანი პაციენტი და ფეხმძიმე ქალიც კი არ გაატარეს. ღმერთმა არ ქნას ამ კომპლექსიან კაცუნებს ოდესმე ძალაუფლება მიეცეს, მიშაზე უარესს იზამენ. ახლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები რომ არ მოგწონთ, მაგრამ ევროპა გინდათ” ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში“, – წერს ლადო მგალობლიშვილი.
Previous: ორმაგი სტანდარტია, როცა გვეუბნებიან რომ -ს უნივერსიტეტებში სპეცრაზმის შესვლა კანონის უზენაესობაა, ხოლო როდესაც საქართველოს პარლამენტზე ხდება თავდასხმა, პოლიციას არ აქვს წესრიგის დამყარების უფლება

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა