ევროპარლამენტარები – მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
„ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. უკვე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში. ევროპარლამენტარების განცხადებით, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. „მათ არ სურთ ს ორბიტის ნაწილი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ მისწრაფებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისადმი და ევროკავშირისკენ საქართველოს გზის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს