თურქეთის თავდაცვის მინისტრი – ჩვენი S-400 სისტემების რომელიმე ქვეყანაში ექსპორტის საკითხი არ დგას

თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ს ფედერაციიდან შეძენილი S-400 Triumph ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის გადაცემაზე.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანკარამ არ მიიღო ვაშინგტონის თხოვნა მსგავსი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით.
„ჩვენი S-400 სისტემის რომელიმე ქვეყანაში ექსპორტის საკითხი არ დგას“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები თურქეთის ხელისუფლებასთან რუსული S-400-ების ში გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავდა, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გავრცელდა. Reuters-ი იუწყებოდა, რომ მოლაპარაკებები არაფორმალურად მიმდინარეობდა. თემის განხილვის ახალი იმპულსი იყო მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომ ვაშინგტონი დათანხმდება თურქეთის F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამაში დაბრუნებას, რუსულ S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უარის თქმის პირობით. მაშინ ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ S-400-ზე უარის თქმა, სავარაუდოდ, უკრაინისთვის მათ გადაცემას ნიშნავდა. თუმცა, აქ პრობლემა იმდენად თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში კი არ არის, არამედ თურქულ-რუსულში. „რუსეთის ფედერაციისგან შეძენილ იარაღზე უარის თქმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე დარტყმის მიყენება იქნება და ძირს გამოუთხრის თურქეთის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯს“, – წერდა Defense Express-ი.