სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი – დღეს ირაკლი კობახიძესთან კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი შეშფოთებას საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით – აშშ მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან საუბარში საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
შოლეს თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.
“დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი პრემიერ-მინისტრ სთან ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით – მთავრობის მტრული რიტორიკა ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული, რაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს”, – წერს -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე.

ასევე დაგაინტერესებთ