“არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი” – რას წერს გიორგი ჩაკვეტაძე?

საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
“მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.