გმირთა მოედანზე, ვარაზის ხევის მიმდებარედ, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – არა რუსულ კანონს!
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს. თავდაპირველად პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
პარალელურად, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველზე არიან შეკრებილნი, გმირთა მოედანზე მსვლელობით წამოვლენ, რათა, დაინახოს შსს–მ და ხელისუფლებამ, რომ ცალ–ცალკე მორევის უფლებას არ მისცემენ.