“ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით… ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა” – ბუდუ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება და რუსთაველის გამზირზე მყოფ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს.
ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო – წერს ბუდუ ზივზივაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“