რუსეთის ჯარებმა შეძლეს გარღვევა და პოკროვსკის რაიონის სოფელ ოჩერეტინოში გამაგრება

როგორც სააგენტო „ინტერფაქს-ს“ უთხრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცის“ სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნაზარ ვოლოშინმა, ს ჯარებმა შეძლეს პოზიციების გარღვევა და პოკროვსკის რაიონის სოფელ ოჩერეტინოში გამაგრება.
მაგრამ, მისი თქმით, რაიონს, სადაც არიან თავმოყრილი რუსეთის ჯარები, უკრაინის არტილერია სწვდება.
„რაც შეეხება ოჩერეტინოს. მტერი გაიჭრა და გამაგრდა ამ დასახლებულ პუნქტში. ნაწილი, რომელშიც მოწინააღმდეგე იმყოფება, ჩვენი საცეცხლე კონტროლის ქვეშაა,“ თქვა ვოლოშინმა. „მივმართავთ ზომებს, რომ ის იქიდან განვდევნოთ. ასევე იქ გრძელდება მძიმე ბრძოლები, მაგრამ სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა“.
ვოლოშინის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებითი რეზერვები აამოქმედეს. უკრაინის მხარის თანახმად, რუსები ცდილობენ შეტევა განავითარონ ავდეევკისა და მარიინკის დასავლეთით.
„ამ მონაკვეთზე მოწინააღმდეგემ გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო,“ თქვა ვოლოშინმა. მისი თქმით, ამ მიმართულებით თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ იმ ბრიგადების გადაადგილებას, რომლებმაც აღიდგინეს ბრძოლისუნარიანობა.
ოჩერეტინოში რუსეთის ჯარების შესაძლო გარღვევა საფრთხეს უქმნის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილის მოცვას, რომელიც უფრო სამხრეთით, სოფელ ბერდიჩევის მახლობლად იცავს თავს. ამასთან, ოჩერეტინოდან 15 კილომეტრზე ნაკლებია მთავარ გზამდე, რომელიც ქალაქ პოკროვსკის გავლით სხვა დასახლებულ პუნქტებში მიემართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს