ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ აზრი არ შეუცვლია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ აზრი არ შეუცვლია.
„როგორც უკვე აღვნიშნე, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც არაფერს გამორიცხავს. ჩვენ საკმარისად გამბედავები არ ვიყავით და ჩვენი პასუხის საზღვრები იმ ადამიანის მიმართ განვსაზღვრეთ, ვისაც წითელი ხაზები არ აქვს და აგრესორია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა The Economist-თან ინტერვიუში.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებულ თავდაპირველ განცხადებაზე მოსკოვის აგრესიულმა რეაქციამ აჩვენა, რომ მის კომენტარს სასურველი ეფექტი ჰქონდა.
„რუსებს რომ ფრონტის ხაზი გაერღვიათ, უკრაინის თხოვნა რომ ყოფილიყო – და ახლა ეს ასე არ არის – ჩვენ ამ კითხვას საკუთარ თავს სამართლიანად დავუსვამდით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავსი სცენარის გამორიცხვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია