გაერო: ღაზის სექტორში საცხოვრებელი სახლების ხელახლა აშენებას შესაძლოა 80 წელი დასჭირდეს

ღაზის სექტორში საცხოვრებელი სახლების ხელახლა აშენებამ შესაძლოა მომავალ საუკუნემდე გასტანოს, თუკი ეს პროცესი იმავე სიჩქარით განხორციელდება, როგორც ეს იყო წინა კონფლიქტების დროს, განაცხადა გაერომ 2 მაისს.
ს მიერ სექტორის თითქმის შვიდთვიანი დაბომბვის შედეგად მიყენებულია მილიარდობით დოლარის ზარალი, მრავალი მაღალსართულიანი სახლი ნანგრევებადაა ქცეული.
წინასწარ შეფასებაში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ღაზას „დაახლოებით 80 წელი სჭირდება თავისი ყველა საცხოვრებელი ერთეულის სრულად აღსადგენად“. ანგარიშის თანახმად, უკეთეს შემთხვევაშიც კი ამის გაკეთება ვერ მოხერხდება 2040 წლამდე.
2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის (-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული) შეჭრის პასუხად, რასაც 1200 ადამიანის დაღუპვა და 240 ადამიანის გატაცება მოჰყვა, ისრაელმა შეტევითი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორს ალყა შემოარტყა, რის გამოც ასიათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად რეგიონი განიცდის კვების და სხვა პროდუქტების სრულ დეფიციტს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი მართავს, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 34 000 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად – ქალები და ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ