აქციაზე დაკავებული კაცი იპოვეს, ის კლინიკაში ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს – ოჯახი – Netgazeti • რუსული კანონი • შსს • Netgazeti.ge

გელა ნადირაძე, რომელსაც 30 აპრილის შემდეგ ეძებენ, ოჯახის წევრების ცნობით უკვე იპოვეს.
მისი ბიძაშვილი, სალომე ნადირაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ რამდენიმე საათის წინ ოჯახს წმინდა მიქაელის ჰოსპიტლიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გელა ნადირაძე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა იქიდან პოლიციამ წაიყვანა. სალომე ნადირაძის ინფორმაციით, კაცი კლინიკაში 1 მაისს ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გელა ნადირაძის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ გვაწვდის.
მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, ჩანს, როგორ შეიყვანეს ნადირაძე ძალის გამოყენებით სპეცრაზმელების ჯგუფში, შემდეგ კი რამდენიმე სპეცრაზმელი მას ფიზიკურად უსწორდება.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს