“თავხედო ნაძირალა, უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს” – კალაძე ჟურნალისტს

მაშინ როცა არაერთი ადამიანი ამბობს, რომ შსს-ს მიერ ნასროლი რეზინის ტყვიით დაზიანდა, არაერთი ფოტო ქვეყნდება, გინდ დაზიანების და გინდ ქუჩაში დაყრილი რეზინის ტყვიების, მმართველი გუნდი ისევ ამტკიცებს, რომ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია.
კახა კალაძე, ჟურნალისტის შეფასებას, რომ ამდენი ფოტო-ვიდეო მტკიცებულების შემდეგ, იმის მტკიცება რომ რეზინის ტყვიები არ იყო გამოყენებული, უტიფრობაა, ასე პასუხობს:
“ზრდილობა იქონიე, ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხე სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა, უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, შენ ხარ თავხედი უზრდელი. წადი სახლში ეხლა, თავხედო.”
ჟურნალისტი ცდილობდა აეხსნა რომ ის განცხადებას აფასებდა მხოლოდ, თუმცა, კალაძე ისევ იგივე სიტყვებით პასუხობდა.
http://

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას