„დაგმეთ მათი ანტიევროპული რიტორიკა“ — ოცნების წევრთა გერმანელ პროფესორებს

ქართველი მეცნიერები, იურისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და დეპუტატების ყოფილ ლექტორებს, რომლებიც მათ გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, მოუწოდებენ, დაგმონ მათი ყოფილი სტუდენტების „რეპრესიული პოლიტიკა და ანტიევროპული რიტორიკა“.
უფრო კონკრეტულად, ღია წერილი მიემართება იმ პროფესორებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც დაიცვეს დისერტაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
მიმართვაზე ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ „საკითხი დელიკატურია, მაგრამ ფსონიც მაღალია იმისთვის, რომ გავჩუმდეთ“. ისინი მოუწოდებენ პროფესორებს, საჯაროდ და ცხადად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს „ძნელად მოპოვებული დემოკრატიის ეროზიის“ შესახებ.
„ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ თქვენი მენტორობით მათ გაითავისეს ევროპული სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები, რომელთა დაცვას დაგვპირდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. ახლა, ჩვენ ვხედავთ ამ პირობის დარღვევას. ჩვენი ხელისუფლების მიმდინარე მოქმედებები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული ღირებულებების ფუნდამენტურ პრინციპებს, აჩენს კითხვებს იმაზე, რამდენად მოახდინა გავლენა იმ იურიდიულმა განათლებამ, რომელიც ჩვენმა ლიდერებმა მიიღეს. კანონები უნდა იყოს ხალხისთვის და არა მათი რეპრესიებისთვის. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიული პრინციპების რღვევისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების – ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ გაკვეთილებს, რომლებიც მათ გერმანიაში ყოფნის დროს უნდა ესწავლათ. როგორც განმანათლებლებმა და მეცნიერებმა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეთ ამ ლიდერების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, ვფიქრობთ, რომ მორალური ვალდებულება გაქვთ ხმამაღლა ისაუბროთ. მათი ქმედებების პარალელურად თქვენი სიჩუმე, შესაძლოა, არასწორეად იქნეს გაგებული, როგორც თანხმობა. ჩვენ მოგიწოდებთ, საჯაროდ დაგმოთ რეპრესიული პოლიტიკა და ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც ანადგურებს ჩვენ დემოკრატიას. თქვენმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტის დროს. თქვენ სიტყვას წონა აქვს. თქვენი ჩარევა დაგვეხმარება მეტი ყურადღება მივაქციოთ იმ სახიფათო ტრაექტორიას, რომელიც საქართველოს აქვს. თქვენმა საჯარო და ცხადმა პოზიციამ, შესაძლოა, წაახალისოს თქვენი ყოფილი სტუდენტები იმისკენ, რომ გადახედონ მიღებულ განათლებას და დაადასტურონ თავიანთი ერთგულება იმ ღირებულებებისადმი, რომელსაც იძლევა გერმანული იურიდიული განათლება. არსებობს ცნობები, რომ მათ “ზემოდან” მიიღეს დავალება ამ რეპრესიული კანონის განსახორციელებლად,“ — ვკითხულობთ გერმანელი პროფესორებისადმი გაგზავნი ღია წერილში.
ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ კობახიძემ, პაპუაშვილმა, ბრეგაძემ და ოხანაშვილმა განათლება გერმანელი ხალხისა და გერმანული ფონდების დაფინანსებით მიიღეს.
წერილის ადტრესატები არიან დიუსელდორფის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი მარტინ მორლოკი (ირაკლი კობახიძის დისერტაციის ხელმძღვანელი), ზაარბრუკენის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ მარტინეკი (ს დისერტაციის ხელმძღვანელი), ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი (რატი ბრეგაძის დისერტაციის ხელმძღვანელი) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი (ანრი ოხანაშვილის დისერტაციის ხელმძღვანელი).
წერილი სრულად და ხელმომწერები იხილეთ შემდეგ ბმულზე.
2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა.
1-ელ მაისს, რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.