საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები კონგრესმენებს გეიბ ამოს, მაიკ ლოულერს და უესლი ჰანტს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ქართველმა დეპუტატებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს სატრანზიტო როლზე და ევროპის უსაფრთხოებაში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოში დაგეგმილ სტრატეგიულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, -საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების აუცილებლობაზე.
„ყურადღება გამახვილდა ში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის გავლენაზე შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებაზე.
ასევე, საუბარი შეეხო ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში აშშ-ს ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით, ვაშინგტონში, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რამაზ ნიკოლაიშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ