Channel 12 – დემონსტრანტებმა „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით თელ-ავივში გზატკეცილი გადაკეტეს

დემონსტრანტებმა „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით თელ-ავივში გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ს Channel 12 ავრცელებს.
დემონსტრანტებს, რომელთა რიგებში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრები არიან, დიდი ბანერი უჭირავთ წარწერით: „ან რაფაჰი, ან მძევლები – აირჩიე სიცოცხლე“.
„რაფაჰში შესვლა მძევლების სიცოცხლის დათმობას ნიშნავს. ექვსთვიანი დაპირებების შემდეგ, რომ მძევლების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო მოქმედებების შედეგად შეიძლებოდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ მათი გადარჩენის ერთადერთ გზას შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს“, – ნათქვამია დემონსტრანტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ