გიორგი ვაშაძე – ეს ხომ მაროდიორობაა, ეს არ არის პოლიციელობა

შეთრევაზე არიან, ოღონდ ვიღაცა შეითრიონ და ცალკე მოიხელთონ, ეს ხომ მაროდიორობაა, ეს ხომ არ არის პოლიციელობა , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, მ ჟურნალისტებს რუსთაველზე განუცხადა, როდესაც ისაუბრა პოლიციის მიერ აქციის ორი მონაწილის დაკავებაზე.
ვაშაძის თქმით, პოლიცია ადამიანების სათითაოდ დაკავებას ცდილობს.
“პოლიცია პროვოკაციაზეა, უნდათ, რომ სათითაოდ დააკავონ და დაიჭირონ. ეს რა არის, ყველა მშვიდად და წყნარად არის ჩამომჯდარი ტროტუარზე, ყველა თავის სურვილს გამოხატავს. როგორ იქცევიან?![სამართალდამცველები]. კარგით რა. შეთრევაზე არიან, ოღონდ ვიღაცა შეითრიონ და ცალკე მოიხელთონ, ეს ხომ მაროდიორობაა, ეს ხომ არ არის პოლიციელობა, ეს არის მაროდიორობა, მეტი არაფერი”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ