„ოცნების“ და „პოსტივის“ საიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო

„ქართული ოცნებისა“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო.
ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა 1 მაისს გამოუცხადა მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.
მეორე დღეს „ქართული ოცნების“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტები გაითიშა.
2 მაისს კი „ანონიმუსმა“ დაწერა, რომ საიტებზე კიბერშეტევა მათ მოაწყვეს.
„გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ არ შეგიწყვეტიათ პოლიციური ძალადობა დემონსტრანტების მიმართ… „საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ-რესურსის გათიშვას. ეს არ არის მუქარა. ეს დაპირებაა… გახსოვდეთ: საქართველო არ არის და არც არასოდეს გახდება“, – წერს ჰაკერული ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ზე.
ჰაკერული ჯგუფი საქართველოს მთავრობას დაემუქრა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ.
კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.
ფორუმი