ჰელსინკის კომისია: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს

აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ საქართველოში რუსული კანონის რეინიცირების და მიმდინარე აქციების ციკლის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გამოაქვეყნეს.
“ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არჩევანს და ქართველ ხალხთან იდგება მათ წინააღმდეგ, ვინც მათ თავისუფლებას ავიწროებს” – წერია განცხადებაში.