„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს“ — პრეზიდენტის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „არ გამოიწვიონ“ ძალადობა.
ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვით მიმართა ახალგაზრდებს და თქვა, რომ მათ გვერდითაა.
პრეზიდენტის თქმით, „უნდა მოვიგოთ გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე“ და რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველო არასოდეს იქნება .
„ამავე დროს, მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს. იქ აღარაფერი ხდება. მეორე მოსმენით კანონი მიღებულია. ჩვენი ბრძოლა ჩვენი ეს კანონი პრაქტიკულად არ არის. გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ერთი მეორის მიყოლებით გვაშორებს ევროპულ მიზანს. კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა გაზის გამოშვებისა. არ არის საჭირო, ძალადობა გამოვიწვიოთ. ძალადობასთან უთუოდ გვექნება საქმე მომავალში. ჯერ ერთი, დღეს არის ვნების კვირა, ის პერიოდი, სადაც არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა — ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან მომიტინგეებს მოუწოდა, მშვიდობიანი აქცია გამართონ რუსთაველზე.
პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, რადგან აქციის მონაწილეებმა „საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.“
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, — აცხადებს შსს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის