დასანანია ეს ყველაფერი, ასჯერ და ათასჯერ იქნა ახსნილი არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, რომ ეს არის კანონი, რომელიც არის ქართული კანონი, ერთადერთი ვალდებულებით, რომ ყველა ორგანიზაცია, ვისაც ეს ეხება, დეკლარაცია შეავსოს და გაიხადოს თავი გამჭვირვალე საზოგადოების თვალში… დასანანია, რომ ეს გაუგებარი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქისთვის, რომელიც უკვე მეორე დღეა, ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს საკანონმდებლო ორგანოზე იერიშის მიტანას.
ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი TV იმედთან სატელეფონო ჩართვისას რუსთაველზე მიმდინარე პროცესებზე. პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეით, წყლის ჭავლით და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებით არბევს. დაშავებულია არაერთი მოქალაქე.