შსს: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დავტოვეთ, აქცია გამართეთ სასურველ ადგილზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, “მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია”.
“პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები” – აცხადებს .