ანა ნაცვლიშვილი – მივმართავ ძალოვან უწყებებს: თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი – გაქვთ შანსი, გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს

მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე – გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი. როდესაც თქვენ იცავთ “რუსულ კანონს” თქვენ სახე გაქვთ დაფარული ნიღბებით. მოგმართავთ თხოვნით, ნუ გააკეთებთ ისე, რომ ამ ნიღბებს რომ მოიხსნით, საკუთარ შვილებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ვეღარ ჩახედოთ თვალებში. საქართველო გაიმარჯვებს.
გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ